ავტორი:

ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამჯერად ნორვეგიასთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა

ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამჯერად ნორვეგიასთან ანგარიშით 2:1  დამარცხდა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში საქართველოს ნაკრები სტუმრად ნორვეგიას ეთამაშა და 2:1 დამარცხდა.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე.

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ოდეგორი, ბიორკანი, ნუსა, ლარსენი, ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო თამაში, ბურთის გატანის შანსი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა. ნელ-ნელა უპირატესობა მასპინძლების მხარეს გადავიდა, რაც 25-ე წუთზე მამარდაშვილის კარის აღებით დასრულდა. გოლი ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანმა გაიტანა.

33-ე წუთზე კი საქართველოს კარში გოლი მარტინ ოდეგორმა გაიტანა პირველი ტაიმი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, ფაქტობრივად, საინტერესო არაფერი მომხდარა. ნორვეგიის ნაკრები ძირითადად ბურთის კონტროლს ცდილობდა, თამაშის ტემპი დაბალი იყო, თუმცა ქართველებს ბურთის მოპოვება და შენარჩუნება ძალიან უჭირდათ. ერთადერთი, ვინც საქართველოს ნაკრებში თამაშის გამწვავებას ცდილობდა ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, თუმცა დახმარების გარეშე არაფერი გამოუვიდა. თუმცა 90-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა. გოლი შეცვლაზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. დამატებითი წუთის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა მეკარემ მისი დარტყმა აიღო.

შეგახსენებთ, წინა თამაშში საქართველო ესპანეთთან ანგარიშით 1:7 დამარცხდა. მომავალ მატჩს კი ჩვენი ნაკრები 15 ოქტომბერს, კვიპროსთან შინ გამართავს.