ავტორი:

უახლესი ცნობები ლიბიიდან, სადაც წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, 10 000 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება

უახლესი ცნობები ლიბიიდან, სადაც წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, 10 000 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლიბიაში ხმელთაშუა ზღვის შტორმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხოლო მინიმუმ 10 000 დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ კაშხლები, შენობები დაანგრია და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი გაანადგურა.

ქვეყნის ოფიციალური პირები მოელიან, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

Reuters-ის ცნობით, ვაჰდას ჰოსპიტალის დირექტორმა განაცხადა, რომ ქალაქის ერთ რაიონში 1700 ადამიანი, ხოლო მეორეში 500 ადამიანი გარდაიცვალა.

“ცხედრები ყველგან არიან - ზღვაში, ხეობებში, შენობების ქვეშ… არ ვაჭარბებ, როდესაც ვამბობ, რომ ქალაქის 25% გაქრა. ბევრი, ბევრი შენობა ჩამოიშალა,” - განაცხადა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მაკონტროლებელი ადმინისტრაციის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა, ჰიჩემ აბუ ჩკიუატმა.