ავტორი:

პორტუგალიაში, ქალაქი ლევირა დაიტბორა, ოღონდ ღვინით... - უცანური სანახაობა: წითელი მდინარე ქუჩებში

პორტუგალიაში, ქალაქი ლევირა დაიტბორა, ოღონდ ღვინით... - უცანური სანახაობა: წითელი მდინარე ქუჩებში

კვირას, პორტუგალიის ქალაქ ლევირას ქუჩები ძვირადღირებულმა წითელმა ღვინომ დატბორა. მას შემდეგ, რაც ღვინის ორი უშველებელი ავზი გასკდა, გზები 2.2 მილიონი ლიტრის ოდენობის ღვინომ ჩარეცხა.

  • კომპანია, რომელიც ღვინის შენახვაზე იყო პასუხისმგებელი, ხსნის, რომ სტრუქტურული გაუმართაობის გამო, ღვინის ერთ-ერთი ავზი გასკდა და სითხის ნაკადის სიძლიერემ მეორე ჭურჭელიც წააქცია.
<iframe width="620" height="349" src="https://www.youtube.com/embed/Ag-in9TQ_g8" title="Wine flows through streets of Portuguese village after distillery&#39;s tanks burst" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ფოტოებსა და ვიდეოებში, რომელიც ონლაინ გავრცელდა, ჩანს, როგორ მიედინება ცენტრალური პორტუგალიის ქალაქში წითელი ღვინის მდინარე.

კომპანია Destilaria Levira, რომელიც ღვინის შესანახ ავზებზე იყო პასუხისმგებელი, facebook-ზე გამოჩნდა და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა:

"საშინლად ვნანობთ ამ დილით მომხდარ ინციდენტს. მიყენებული ზიანის გამო შეშფოთებას გამოვხატავთ!"

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ღვინო მიმდებარე გზებზე დაეშვა, დატბორა ქუჩები და რამდენიმე შენობა. Destilaria Levira-მ ქალაქის დასუფთავების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ შემთხვევას აუცილებლად გამოიძიებენ. ქუჩების დასუფთავებაში ადგილობრივმა მეხანძრეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

"ზომები სწრაფად მივიღეთ და მოვახერხეთ, რომ ღვინო მიმდებარე მდინარეს არ შეერთებოდა და ეკოლოგიური კატასტროფა თავიდან აგვერიდებინა", - აცხადებდა ადგილობრივი საბჭოს წევრი პრესასთან.

Destilaria Levira-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პედრო კარვალომ New York Times-ს განუცხადა, რომ ღვინო დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიედინებოდა ქუჩებში, მაგრამ მას მძაფრი სუნი არ დაუტოვებია, რადგან "ღვინო მაღალი ხარისხის იყო".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა