ავტორი:

"უკრაინის, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია... ევროკავშირი "2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"უკრაინის, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია... ევროკავშირი "2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი "2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

"უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის გზა გამონახოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.