ავტორი:

ბალტიის ქვეყნებმა თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით ავტომობილების შესვლა აკრძალეს

ბალტიის ქვეყნებმა თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით ავტომობილების შესვლა აკრძალეს

ბალტიის ყველა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით ავტომობილების შესვლა აკრძალა - დღეს აღნიშნულ აკრძალვას ესტონეთი შეუერთდა.

განცხადებას X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ტსაჰკნამ ავრცელებს.

"დღეიდან ესტონეთი თავის ტერიტორიაზე რუსეთში დარეგისტრირებული ყველა სატრანსპორტო საშუალების შესვლას კრძალავს. აქ მათ არავინ ეპატიჟება პრივილეგიებით სარგებლობისთვის, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს ", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით ესტონეთმა ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით კერძო ავტომობილების შეშვება ეკრძალება.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიზანი ერთია - აიძულოს აგრესორი ქვეყანა თავის საზღვრებთან დაიხიოს. ლიეტუვასა და ლატვიის ხელისუფლებებთან კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ დავასკვენით, რომ შეზღუდვები ეფექტურია სანქციების ერთობლივი დაწესების პირობით“, - განაცხადა მარგუს ტსაჰკნამ.