ავტორი:

"ყირიმის ხიდზე დარტყმის შემთხვევაში პასუხი ხისტი იქნება" - მარია ზახაროვა

"ყირიმის ხიდზე დარტყმის შემთხვევაში პასუხი ხისტი იქნება" - მარია ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმის შემთხვევაში უკრაინას მკაცრ პასუხს გასცემენ.

"რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაჯგუფების "სამხრეთის“ სპიკერმა, გუმენიუკმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს ძალიან ცოტა დრო დარჩა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები "მუშაობას გააგრძელებენ“. ალბათ, ხიდის ბოლომდე განადგურება იგულისხმება. უკრაინული რეჟიმი არ წყვეტს იმის მტკიცებას, რომ აპირებს ახალი დარტყმების განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ყირიმის ხიდი წარმოადგენს. შედეგებზე კიევში არ ფიქრობენ.

მინდა შევახსენო, რომ თუ ეს მოხდა, პასუხი ხისტი იქნება. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი გეგმების მატარებლები შურისძიებას ვერ დაემალებიან", - განაცხადა ზახაროვამ.