ავტორი:

შეცვალეთ ავტომობილის საწვავის ფილტრი Tegeta Motors-ის სერვისცენტრებში

შეცვალეთ ავტომობილის საწვავის ფილტრი Tegeta Motors-ის სერვისცენტრებში

ავტომობილის გამართული მუშაობისთვის ხშირად ერთი შეხედვით პატარა დეტალსაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი ასეთია საწვავის ფილტრი.

მანქანის საწვავის ფილტრის მთავარი ფუნქცია ავტომობილის დაცვაა გარემოში არსებული სხვადასხვა დაბინძურებისგან. ის საწვავის სისტემის აუცილებელი ელემენტია და სრულყოფილად იცავს ძრავას ისეთი მცირე ნაწილაკებისაგან, როგორებიცაა: ქვიშა, ჟანგი, ჭუჭყი და სხვა ტიპის დაბინძურებები.

დაბინძურებული და გაუფილტრავი საწვავი ბიდნავს ინჟექტორებს და ძრავის მთლიან მუშაობას აფერხებს. სწორედ ამიტომ არის საწვავის ფილტრის შეცვლა აუცილებელი. საწვავის ფილტრის დროული შეცვლა ძრავის ცილინდრ-დგუშის ჯგუფზე და ინექციის სისტემაზე დამაბინძურებლების უარყოფით ზემოქმედებას აგარიდებს თავიდან.

როდისაა საჭირო საწვავის ფილტრის შეცვლა?

არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომლებიც დაბინძურებულ ფილტრზე მიანიშნებს. ეს შეიძლება იყოს ჩვეულზე მეტი საწვავის მოხმარება, ავტომობილის სიმძლავრისა და ძრავის რეაგირების შემცირება და სხვა ტიპის ფუნქციური გაუმართაობა. დაბინძურებული საწვავის ფილტრის შეცვლა დამოკიდებულია მანქანის წლოვანებაზე. თუმცა, ზოგადად, ფილტრი ყოველი 8000 კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა შეიცვალოს. ამასთანავე, დაბალი ხარისხის საწვავის გამოყენება საწვავის ფილტრის შეცვლის უფრო ხშირ აუცილებლობას წარმოშობს.

Tegetamotors.ge-ზე საწვავის ფილტრების უდიდესი არჩევანია. ონლაინ შოპზე შეხვდები ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Filtron, Hengst, MANN-FILTER, JAPANPARTS.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

Filtron - ავტომობილების ფილტრის მწარმოებელი პოლონური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1982 წლიდან არსებობს. ბრენდი აერთიანებს უმაღლესი ხარისხის ფილტრების ძალიან დიდ არჩევანს. აწარმოებს ჰაერის ფილტრებს, ბენზინის ფილტრებს, სალონის ფილტრებსა და ზეთის ფილტრებს.

Hengst - გერმანული ბრენდი 1958 წელს ჩნდება ბაზარზე. ბრენდი ინოვაციურ პროდუქტს ქმნის, რომელიც ზრუნავს ეკოლოგიაზე. Hengst-ის პროდუქცია გვხვდება სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიებში, ინჟინერიაში, ჯანდაცვის სფეროში და ასევე სატრანსპორტო საშუალებებში. მდგრადობა, ინოვაცია და ეფექტიანობა ბრენდის მთავარი უპირატესობაა.

Tegetamotors.ge ონლაინ შოპზე შენი ავტომობილისთვის ყველა ტიპის პროდუქტის შეძენა შეგიძლია. იქნება ეს ბენზინის ფილტრი, საბურავები, აკუმულატორები, მანქანის აქსესუარები და სხვა ავტონაწილები.

ავტონაწილები ონლაინ საიტზე უმარტივესად შეგიძლია შეიძინო. ყველა სხვა უპირატესობასთან ერთად, პლატფორმა ონლაინდაჯავშნის საშუალებასაც გაძლევს, რაც აადვილებს შეძენის პროცესებს. ონლაინდაჯავშნისთვის საჭიროა ავტომობილის მინიმალური ინფორმაციის, სასურველი თარიღის მითითება და ფილიალის არჩევა. პროდუქტის გამოწერის შემთხვევაში პროდუქტს უფასოდ მიიღებ საქართველოს მასშტაბით.

თბილისში პროდუქციას იმავე დღეს მოგაწოდებენ, ხოლო რეგიონში - 3-5 დღეში. გარდა ამისა, არსებობს ექსპრეს, სწრაფი მიწოდების სერვისიც.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიე საიტზე: Tegetamotors.ge

ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 226 44 44.

NS