ავტორი:

"კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ იმ კარში გოლი გაიტანო, სხვისი გატანილი გოლის იმედად ყოფნა არ შეიძლება" - იაგო ხვიჩია კალაძის განცხადებაზე

"კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ იმ კარში გოლი გაიტანო, სხვისი გატანილი გოლის იმედად ყოფნა არ შეიძლება" - იაგო ხვიჩია კალაძის განცხადებაზე

კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ გოლი გაიტანო, - ასე უპასუხა "გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ "ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნატოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

"მე საფეხბურთო ენაზე ვუპასუხებდი ბატონ კალაძეს. კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ იმ კარში გოლი გაიტანო და სხვისი გატანილი გოლის იმედად არ შეიძლება ყოფნა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს წევრობა იქნება.

"ერთადერთი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს - ეს არის ნატო-ს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!“ - განაცხადა კალაძემ.

ასევე იხილეთ: