ავტორი:

სერგეი ლავროვის შვილის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 ადამიანი სასამართლომ გაამართლა

სერგეი ლავროვის შვილის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 ადამიანი სასამართლომ გაამართლა

სერგეი ლავროვის შვილის წინააღმდეგ, "ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ნაწილის მიმართ კი სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის წინააღმდეგ, "ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან სასამართლომ ნაწილის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ნაწილის შემთხვევაში კი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, იოსებ აბრამიძემ 13 პირიდან ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მხოლოდ სამი პირი ცნო და მათ მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა, დანარჩენი 10 პირი კი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ მიიჩნია.

დღევანდელ სასამართლო პროცესს მხარეები არ დასწრებიან.

ცნობისთვის, "ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს გაიმართა. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის შვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

20 მაისს ყვარლის ტბასთან აქციის გამართვამდე დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძე. ამ საქმეს გურჯაანის სასამართლო ცალკე განიხილავს და გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოცხადდება.