ავტორი:

რუსეთი აცხადებს, რომ შავ ზღვაში რუსულ ხომალდს 5 უკრაინული საზღვაო დრონი თავს დაესხა

რუსეთი აცხადებს, რომ შავ ზღვაში რუსულ ხომალდს 5 უკრაინული საზღვაო დრონი თავს დაესხა

რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი დრონი გაანადგურეს, რომლებიც გემ "სერგეი კოტოვზე” თავდასხმას ცდილობდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"14 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ზღვის ფლოტის საპატრულო გემ "სერგეი კოტოვზე“ ხუთი უპილოტო კატერით თავდასხმა სცადეს, თავდასხმის მოგერიებისას მოწინააღმდეგის ხუთივე უპილოტო კატერი განადგურდა”, - აცხადებენ უწყებაში.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ევპატორიაში აფეთქებების ხმები ისმოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 05:30 საათზე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს.