ავტორი:

რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს

რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს

რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, ტოდორ ტოგარევის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ნატო-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა შავ ზღვაში რუსულ პროვოკაციებზე რეაგირების მექანიზმი შეიმუშაოს, კერძოდ, რუსეთის მიერ ბულგარეთის შავი ზღვის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ნაწილობრივ ბლოკადაზე.

ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, სექტემბრის ბოლომდე, ამ რაიონში სამხედრო წვრთნის ჩატარების გამო, რუსეთმა შავ ზღვაში არსებული ბულგარეთის ეკონომიკური ზონის ნაწილი ნაოსნობისთვის დახურულად გამოაცხადა.

"ბულგარეთი ასეთ ქმედებებს პროვოკაციად აფასებს. ჩვენ ამ პროვოკაციებზე პასუხზე ვმსჯელობთ, როგორც დამოუკიდებლად, ისე ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად“, - განაცხადა ტოგარევმა.

მისივე თქმით, უწყებას ჯერჯერობით არ აქვს შემუშავებული სცენარი ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში უკრაინული პორტებიდან მიმავალ სატვირთო გემებზე რუსეთის მიერ შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით.

"მოცემული მომენტისთვის ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მიმავალ სავაჭრო გემებზე თავდასხმის უშუალო რისკი ან საფრთხე არ არის. აღნიშნული წყლები თითოეული ზღვისპირა სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება და სახელმწიფო საზღვრის ნაწილს წარმოადგენს. ტერიტორიულ ზღვაში განხორციელებული თავდასხმა ბულგარეთის რესპუბლიკაზე და ზოგადად ნატო-ზე თავდასხმად შეიძლება აღიქვას“, - დასძინა ტოგარევმა.