ავტორი:

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა 6 წლის ბავშვი, მისი 13 წლის ძმა კი, მძიმე მდგომარეობაშია

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა 6 წლის ბავშვი, მისი 13 წლის ძმა კი, მძიმე მდგომარეობაშია

ხერსონის ოლქის ბელოზერსკის თემზე რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 6 წლის ბავშვი დაიღუპა და 4 ადამიანი კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერსკის თემის სოფელი ნოვოდმიტროვკა არტილერიის გამოყენებით დაბომბეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჭურვები კერძო სახლსა და მის ტერიტორიაზე მოხვდა, რის შედეგადაც 6 წლის ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

მისი 13 წლის ძმა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულია მათი სამი მეზობელი, რომლებიც ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობდნენ.