ავტორი:

ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე, ბელარუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკო რუსეთში ჩასვლას გეგმავდა და ვიზიტის მთავარი ნაწილი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა იქნებოდა, რომელიც ხვალ გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა საერთაშორისო დღის წესრიგი და რეგიონალური საკითხები იქნება. საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ასევე ეკონომიკის სექტორში არსებულ ერთობლივ ამოცანებსაც განიხილავენ, მათ შორის "იმპორტის ჩანაცვლების სფეროში ჩასატარებელ დიდ სამუშაოს".