ავტორი:

"რა ჯანდაბას ველოდებით?  - უკრაინელებს სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი" - ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას აკრიტიკებს

"რა ჯანდაბას ველოდებით?  - უკრაინელებს სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი" - ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას აკრიტიკებს

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მთავრობას უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ კიევს მეტი იარაღი გაუგზავნოს.

კერძოდ, ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მიმართავს, უკრაინას ჰაუბიცები და Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტები მიაწოდოს.

"ადრეც ვიკითხე და კიდევ ერთხელ ვკითხულობ: რა ჯანდაბას ველოდებით?" - წერს ჯონსონი ჟურნალ Spectator-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი თქმით, უკრაინელებს გამარჯვებისთვის სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი.

"საქმის ბოლომდე მისაყვანად უკრაინელებს სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი - და ამიტომ უბრალოდ არ მესმის, რატომ ვითრევთ ფეხს? რატომ ვართ ყოველთვის ასე ნელი? როგორ შეგვიძლია, ვუყუროთ ამ ადამიანებს თვალებში და ავხსნათ ეს დაგვიანება? მთელი ამ ომის განმავლობაში ჩვენ არასათანადოდ ვაფასებდით უკრაინელებს და არასათანადოდ ვაფასებდით პუტინს და დღესაც იმავეს ვაკეთებთ“, - აცხადებს ჯონსონი.

მან მიმართა არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოს, არამედ აშშ-ს და სხვა დასავლურ ქვეყნებს.

„თუ პუტინი გაიმარჯვებს, საშინელი გზავნილი მთელს მსოფლიოს შემოივლის: ეს იყო მომენტი, როდესაც დემოკრატიებმა პირობა დადეს, რომ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიებს, ჩვენ კი მარცხი განვიცადეთ", - წერს ჯონსონი.