ავტორი:

"ფარმადეპოსა" და "ევექსის" ერთობლივი შეთავაზება

"ფარმადეპოსა" და "ევექსის" ერთობლივი შეთავაზება

ევექსისა და ფარმადეპოს ქსელში ერთობლივი სასკოლო აქცია დაიწყო, რომელიც 5 - დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.ამ პერიოდში ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლის დაწყებამდე აუცილებელია, როგორც ბავშის ფსიქოლოგიური მზაობა, ასევე იმუნიტეტის მომზადება ცივი სეზონისთვის, სწორედ ამიტომ ფარმადეპო და ევექსი 5 - დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს.

როგორც ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა განაცხადა - „შემოდგომის სეზონი უკვე ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნებას ნიშნავს - ჩვენ უკვე ყველა ვბრუნდებით სკოლებში, უნივერსიტეტებსა თუ სამსახურებში. სწორედ ამ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ დასვენების შემდეგ, ჯეროვანი ყურადღება დავუთმოთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის შემოწმებას.

სწორედ ამიტომ, ფარმადეპო და ევექსმა დაგეგმა ერთობლივი წინასასკოლო აქტივობა , რომლის ფარგლებშიც, 18 წლამდე მომხმარებელი 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს ევექსის სხვადასხვა კვლევებზე და შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციაზე, ხოლო უკვე ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ფარმადეპოში მას დახვდება სპეციალური პირობა. განსაკუთრებული ფასდაკლებები მედიკამენტებზე, საკვებ დანამატებზე და ვიტამინებზე, ხოლო ყოველ 100 ლარიან შენაძენზე დამატებით უკან დაიბრუნებს 10 ლარს ვაუჩერის სახით. აქტივობა დღეს 15 სექტემბერს დაიწყო და 1 თვეს გასტანს.

რაც შეეხება ევექსის სერვისებს: 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ევექსის ქსელში რეგისტრაციის შემთხვევაში მომხმარებელს გადაეცემა 50 ლარიანი ვაუჩერი ნებისმიერ ლაბორატორიულ გამოკვლევაზე. გარდა ამისა ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ:

  • პედიატრის კონსულტაცია -50% ფასდაკლებით
  • ოფთალმოლოგის კონსულტაცია -50% ფასდაკლებით
  • რეაბილიტოლოგის კონსულტაცია - უფასო
  • სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი - 30% ფასდაკლებით
  • ფიზიოთერაპია -20% ფასდაკლებით
  • ლაბორატორიული გამოკვლევები -30% ფასდაკლებით

„შევეცადეთ ჩვენი შეთავაზებები იმ ბავშვებზე ყოფილიყო მორგებული, რომლებიც სასწავლო წელს აქტიურად, ზუსტად ახლა იწყებენ. მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა კი მშობლებთან ერთად ჩვენც გვაკისრია. ზუსტად ამიტომ, ევექსში შევარჩიეთ ის მიმართულებები და ექიმ სპეციალისტები, რაც აუცილებელია რომ ბავშვებმა ამ სეზონზე შეიმოწმონ და შესაბამისად მათ ვთავაზობთ 50 - დან 100% - მდე ფასდაკლებებს.

ევექსის ქსელში 5 - დან 18 წლამდე მოსწავლეები პედიატრთან და რეაბილიტოლოგთან ვიზიტისას, ასევე სამკურნალო ვარჯიშებისა და სხვადასხვა ლაბორატორიულ გამოკვლევებზე 50 - დან 100%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ევექსის ქსელში რეგისტრაციის შემთხვევაში კი დამატებით საჩუქრად 50 ლარიანი ვაუჩერს მიიღებს 5 - დან 18 წლამდე მოზარდი, რომელსაც ნებისმიერ ლაბორატორიულ გამოკვლევაზე გამოიყენებს.“ - განაცხადა ევექსის მარკეტინგის განყოფილების უფროსმა თამარ მესარკიშვილმა.

R