ავტორი:

"ცივილიზაციის მომავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი" - წამყვანი სოციალური მედიის დირექტორები აშშ-ს კანონმდებლებს შეხვდნენ: დეტალები კონგრესიდან

"ცივილიზაციის მომავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი" - წამყვანი სოციალური მედიის დირექტორები აშშ-ს კანონმდებლებს შეხვდნენ: დეტალები კონგრესიდან

ილონ მასკი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, სუნდარ პიჩაი და სხვა ტექ-ტიტანები აშშ-ში კანონმდებლებს შეხვდნენ, რათა ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები განეხილათ. წამყვანი სოციალური მედიის დირექტორებს და კანონმდებლებს სურთ, რომ განვითარებადი ტექნოლოგიის საფრთხე შეამცირონ.

მასკის თქმით, აუცილებელია, რომ მარეგულირებლებმა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენება უზრუნველყონ: "მსაჯის ყოლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მათ უნდა უზრუნველყონ ის, რომ კომპანიების გადაწყვეტილებები საზოგადოების ინტერესებს და უსაფრთხოებას ითვალისწინებდეს". მისივე თქმით, ეს შეხვედრა მათი მხრიდან, კაცობრიობისთვის გაწეული სამსახურია და ისტორიაში შევა, როგორც ცივილიზაციის მომავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი.

კონგრესში 60-ზე მეტი სენატორი მონაწილეობდა. კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ რეგულაციების აუცილებლობის შესახებ ისინი ერთხმად თანხმდებოდნენ. "ეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთან გამკლავებაც მომდევნო თაობას მოუწევს. დღეს ვიწყებთ ამაზე მუშაობას, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი", - განუცხადა ჟურნალისტებს სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, რომელიც ფორუმის ორგანიზატორი იყო.

შუმერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2024 წლის აშშ-ს საყოველთაო არჩევნების წინ განსაკუთრებლად აუცილებელია რეგულაციების არსებობა, რათა ფეიკ კონტენტის გავრცელებისგან რაც შეიძლება მეტად ვიყოთ დაზღვეულები.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა