ავტორი:

"რამზან კადიროვი კომაშია და ის მოსკოვში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

"რამზან კადიროვი კომაშია და ის მოსკოვში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

ჩეჩნეთში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამზან კადიროვი კომაშია და ის მოსკოვში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს - ინფორმაციას ამის შესახებ kavkazcenter ავრცელებს.

კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამჟამად სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო უამრავი ვერსია ვრცელდება. თვეების წინ ეჭვების გასაფანტად კადიროვმა თავის მარჯვენა ხელთან, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთან, ადამ დელიმხანოვთან ერთად გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ისინი მათი ჯანმრთელობის გარშემო გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ.

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის... ჩვენ ვცოცხლობთ, მშვიდად ვცოცხლობთ, პურს ვჭამთ. საინტერესოა ცხოვრება, ცხოვრება საერთოდ საინტერესოა ხოლმე, როცა მოკლეა. ამიტომ დიდხანს ცხოვრება ისედაც არ გვინდა. მოკლე, მაგრამ ღირსეული ცხოვრება გვექნება" - თქვა კადიროვმა.

ცოტა ხნის წინ, "ტელეგრამარხზე" დაწერილ განცხადებაში, კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ მისი სიცოცხლე ეკუთვნის რელიგიას, სამშობლოს, მის ინტერესებს და მზად არის შეასრულოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგად სიკვდილიც დადგეს.