ავტორი:

"რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა?" - შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა მთავრობას

"რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა?" - შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა მთავრობას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის, დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი პრემიერის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობას მიმართავს:

"რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია..." - წერს ბერიაშვილის დედა.

ასევე იხილეთ: