ავტორი:

"გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს, რესპონდენტთა 78% კი ამ ინსტიტუტს ენდობა" - კვლევა

"გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს, რესპონდენტთა 78% კი ამ ინსტიტუტს ენდობა" - კვლევა

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს, - ამის შესახებ EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევის ავტორების განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით.

"ეს ბოლო გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. EU NEIGHBOURS EAST პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს.

ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი).

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე - შედარებით 3%-თან, რომელიც ევროკავშირს უარყოფითად აფასებს.

მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება“,- აღნიშნულია კვლევის შედეგებში.