ავტორი:

ქართველი ჰალკი ქორწინდება - ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული?

ქართველი ჰალკი ქორწინდება - ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული?

ქართველებს ჩვენი ჰალკი გვყავს - დიდი, კეთილი და მხიარული მკლავჭიდელი. ცოტა ხნის წინ მან მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა - დაინიშნა. როგორ განვითარდა ლევან საგინაშვილის კარიერა, ვინ არის მისი რჩეული და როდის გეგმავს ქორწილს, ამაზე სპორტსმენმა ექსკლუზიურად "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა, გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიიდან:

- თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, წარმოშობით კი საგარეჯოს რაიონის, სოფელ ნინოწმინდიდან.

- ჰალკი ვინ დაგარქვათ?

- ვარჯიში რომ დავიწყე, მალევე შემარქვეს, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მეზრდებოდა ხელები, კუნთები... ზუსტად ვინ დამიძახა პირველად, არ მახსოვს, მაგრამ სავარჯიშო დარბაზში რომ იყო ეს, 2010 წელს, კარგად მახსოვს.

- დიდი ბავშვი იყავით?

- არა. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მაღალიც კი არ ვყოფილვარ, თუმცა მტევანი და მაჯა ყოველთვის მსხვილი მქონდა. 15-16 წლის ასაკში 1,93 სანტიმეტრამდე გავიზარდე, თუმცა გამხდარი ვიყავი, 80 კილოგრამამდე. 19 წლისამ დავიწყე ვარჯიში, მას შემდეგ ყოველწლიურად 5-10 კილოგრამს ვიმატებდი და ახლა 173 კილოგრამს ვიწონი. ფეხი 48,5 ზომა მაქვს. ტანსაცმლის ყიდვა დიდი პრობლემაა. სადმე თუ გადავაწყდები ჩემს ზომას, მაშინვე ვყიდულობ. არჩევის საშუალება არ მაქვს. სხვათა შორის, ევროპაშიც არაა ჩემი ზომის სამოსი.

- ბავშვობაში რა ინტერესები გქონდათ?

- სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა, თითქმის ყველა სახეობა მაინტერესებდა, განსაკუთრებით ფეხბურთი და ავტოსპორტი. ერთხანს ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მაგრამ ბოლოს მკლავჭიდში აღმოვჩნდი. კორპუსში, სადაც ვცხოვრობდი, ფიტნესდარბაზი გაიხსნა. იქ გავიცანი მკლავჭიდელი და მკლავჭიდის მწვრთნელი ლადო ხუციშვილი. დამინახა თუ არა, მაშინვე მითხრა, თუ სპორტის ამ სახეობაში დაიწყებ ვარჯიშს, 5 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გახდებიო. ლადოს დახმარებით გადავდგი პირველი ნაბიჯები - მიმიყვანა ნაკრების დარბაზში, დამაწყებინა ვარჯიში, რომ იტყვიან, გზაზე დამაყენა. ეს 2009 წელს მოხდა და 5 წელიწადში მართლაც გავხდი მსოფლიო ჩემპიონი.

- ბეჭდისთვის თითი 28 ზომა მაქვსო, თქვით, დაოჯახებას გეგმავთ?

- კი, ახლახან დავინიშნე. ჩემი რჩეული ლელა ჯამასპიშვილია. ჰოდა, ჩემი ნიშნობის ბეჭდის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ლელას მშობლები. რაც ოქრო აქვთ ოჯახში, სულ უნდა გადაადნონ, რომ ჩემთვის ბეჭედი დაამზადებინონ. ლელა 32 წლისაა, რუსთაველია. ერთმანეთს უნივერსიტეტიდან ვიცნობდით. გააგრძელეთ კითხვა

-