ავტორი:

დაპირისპირება მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის - ლიბიაში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან

დაპირისპირება მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის - ლიბიაში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან

ლიბიაში, მოსახლეობასა ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაძაბულობა იზრდება.

ადგილობრივების თქმით, შაბათს, ქარიშხალ "დანიელის“ მოახლოების დროს, ოფიციალურმა პირებმა მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს და ქალაქის ევაკუაცია არ განახორციელეს. გარდა ამისა, მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული ორი კაშხლის მდგომარეობის შესახებ - როგორც ჩანს, 2011 წლის შემდეგ, ქალაქთან ახლოს მდებარე კაშხლის ტექნიკური სამუშაოები არ განხორციელებულა.

აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ ბრალდებები უარყო. ბენღაზის მთავრობის სპიკერმა, ოტმან აბდულ ჯალილმა, BBC-ს განუცხადა, რომ ჯარისკაცები მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

"ევაკუაციის ბრძანება კატასტროფამდე 3-4 დღით ადრე გავეცით“ - თქვა მან და დაამატა, რომ მოსახლეობის ნაწილმა საფრთხე სერიოზულად არ მიიღო და სახლში დარჩენა გადაწყვიტა.

BBC-ის ინფორმაციით, დერნაში დახმარების სააგენტოები ჯერ კიდევ არ ჩასულან. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ წყალდიდობამ გაანადგურა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა გზები და სატელეკომუნიკაციო სისტემები.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 6 000-დან 11 300-მდე მერყეობს. დერნას მერის განცხადებით, რაოდენობა შესაძლოა 20 000- მდე გაიზარდოს.