ავტორი:

ჯენიფერ ლოპესის ქმრის "ინტიმური მომენტი" ყოფილ ცოლთან ერთად - მედია მანქანაში გადაღებულ პაპარაცულ კადრებს ავრცელებს "ერთმანეთს ეხუტებოდნენ და..." (ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესის ქმრის "ინტიმური მომენტი" ყოფილ ცოლთან ერთად - მედია მანქანაში გადაღებულ პაპარაცულ კადრებს ავრცელებს "ერთმანეთს ეხუტებოდნენ და..." (ფოტოები)

გამოცემა Page Six ავრცელებს ფოტოებს, რომლებზეც ჯენიფერ ლოპესის ქმარი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენ აფლეკი, ყოფილ ცოლთან, მსახიობ ჯენიფერ გარნერთან ერთადაა აღბეჭდილი. "ისინი მანქანაში იყვნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ“, - წერენ ტაბლოიდები.

მანქანაში მათთან ერთად იყო წყვილის საერთო შვილი, სერაფინა. Page Six-მა მსახიობების წარმომადგენლებს კომენტარისთვის მიმართა, მედია დაინტერესდა, ხომ არ შერიგდნენ ყოფილი მეუღლეები, თუმცა გამოცემის კითხვებს არავინ უპასუხა.

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი 2005 წელს დაქორწინდნენ. 10-წლიანი ქორწინების შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ გარნერმა ბიზნესმენ ჯონ მილერთან დაიწყო ურთიერთობა, ხოლო ბენ აფლეკი ყოფილ სიყვარულს, ჯენიფერ ლოპესს დაუბრუნდა და მასზე დაქორწინდა კიდეც.

ჯენიფერ გარნერსა და ბენ აფლეკს სამი შვილი ჰყავთ. დაშორების შემდეგ ისინი ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და შვილებზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ.

თუმცა ბოლო დროს ყოფილ ცოლ-ქმარს შორის თბილი ურთიერთობა ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში და ყვითელი პრესა მათ სავარაუდო რომანტიკულ ურთიერთობაზე წერს.

ამას ისიც ემატება, რომ როდესაც ბენ აფლეკი თავის ამჟამინდელ ცოლთან, ჯენიფერ ლოპესთან ერთად ჩნდება საზოგადოებაში, ის ყოველთვის გაღიზიანებული და მოწყენილია, ხოლო როცა ჯენიფერ გარნერთან ერთად არის, მის სახეზე ბედნიერებაა აღბეჭდილი.