ავტორი:

ავიაკატასტროფა იტალიაში - საბრძოლო თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა: რას წერს მედია დაშავებულებსა და დაღუპულზე

ავიაკატასტროფა იტალიაში - საბრძოლო თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა: რას წერს მედია დაშავებულებსა და დაღუპულზე

იტალიის საჰაერო ძალების MB-339 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩრდილოეთ ქალაქ ტურინის მახლობლად სავარჯიშო ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა, შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მძიმე დამწვრობა მიიღო დაღუპული ბავშვის 9 წლის ძმამ, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი, რომლითაც 5 წლის ბავშვი და მისი ოჯახი გადაადგილდებოდნენ, აეროპორტის პარალელურ გზაზე მოძრაობდა. ჰოსპიტალიზებული არიან ბავშვების მშობლებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

საბრძოლო თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და გადარჩა.