ავტორი:

"გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წვიმა კარგად მოქმედებს" - რა ვიდეოს აქვეყნებს რამზან კადიროვი, რომლის შესახებაც მედია წერდა, რომ კომაშია

"გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წვიმა კარგად მოქმედებს" - რა ვიდეოს აქვეყნებს რამზან კადიროვი, რომლის შესახებაც მედია წერდა, რომ კომაშია

რამდენიმე დღეა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი კომაშია. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მას ჯერ მოსკოვში მკურნალობდნენ, თუმცა რადგან ადგილობრივი ექიმები "ვერაფერს გახდნენ, რამზანი საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ".

როგორც ჩანს, მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე წუთის წინ. კადიროვმა "ტელეგრამის" ოფიციალურ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დარბის.

"ყველას, ვინც სიმართლესა და სიცრუეს ვერ არჩევს, ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე, დაალაგოს აზრები, წვიმა ძალიან კარგად მოქმედებს“, - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

ნახეთ ვიდეო: