ავტორი:

კიმ ჩენ ინისა და პუტინის დამთბარი ურთიერთობები- რა სავარაუდო სავაჭრო გარიგებები არსებობს ორ სახელმწიფოს შორის

კიმ ჩენ ინისა და პუტინის დამთბარი ურთიერთობები- რა სავარაუდო სავაჭრო გარიგებები არსებობს ორ სახელმწიფოს შორის

ჩრდილოეთ კორეა საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საკმაოდ პრეტენზიული ქვეყანაა. მას სავაჭრო თუ სხვა სახის ურთიერთობა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებთან აქვს.

ჩრდ. კორეის ასეთი ჩაკეტილი პოლიტიკა გარკვეულწილად მასზე დაწესებულმა სანქციებმაც განაპირობა, თუმცა ბრიტანული გამოცემა lovemoney-ს მიხედვით, ქვეყნის მშპ მაინც იზრდება. უზენაესი ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი ელიტა მაინც ახერხებენ ფუფუნებაში ცხოვრებას და სახელმწიფოს "შეუქცევადი" ბირთვული მისიის დაფინანსებისას. მაშ, საიდან მოდის ფული?

აი, რას ვარაუდობს მედია ჩრდ. კორეისა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე:

კიმ ჩენ ინის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა მისგან ფინანსურად სარგებელს იღებს.

იარაღის გარიგებები

აშშ-ს სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ჩრდ. კორეა უკვე ამარაგებს რუსეთს იარაღით უკრაინასთან მიმდინარე ომისთვის. ითვლება, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სახელმწიფოსგან მილიონობით რაკეტა და ჭურვი უკვე შეიძინა. აშშ-ის დაზვერვამ ასევე განაცხადა, რომ რუსმა კერძო ჯგუფმა “ვაგნერმა“ 2022 წელს იარაღი ჩრდ. კორეისგან მიიღო. თუმცა თავად ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას უარყოფს.

არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ 2022 წელს, სანამ COVID-19-ის გამო სახმელეთო გზა ჩაიკეტებოდა, რუსეთმა კიმ ჩენ ინს 30 სუფთა ჯიშის ცხენი უსაჩუქრა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ქვეყანაში მედიკამენტების მიწოდებას დაიწყებს.

მიმდინარე წლის მაისში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დააფიქსირეს ფხენიანში, სადაც კიმმა მას Hwasong-ის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ პირადად აჩვენა. განაგრძეთ კითხვა