ავტორი:

გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ფინალში გენო პეტრიაშვილი (+125 კგ) ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან 0:11 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პეტრიაშვილმა ფინალამდე ბალი სოუს (კამერუნი), აბდულა კურბანოვს, რობერტ ბარანს (პოლონეთი) და მეისონ პარისს (აშშ) სძლია და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ფინალში გავიდა, შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო მირიან მაისურაძე (62 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

sportall.ge