19-20 სექტემბერს „ნიუ ჰოსპიტალსს“ ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტლის, „მეიოს კლინიკის“ დელეგაცია ეწვევა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სამედიცინო პერსონალისთვის სემინარებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი კლინიკის ექიმები „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას ბავშვთა დაავადებების რადიოლოგიურ ჭრილში დიაგნოსტირებისა და მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ. სემინარებზე დასწრება ასევე შესაძლებელი იქნება პედიატრებისა და ბავშვთა მედიცინის დარგში ჩართული ყველა ექიმისთვის.
სემინარებს გაუძღვებიან „მეიოს კლინიკის“ მედიცინისა და მეცნიერების სკოლის პედიატრიის მიმართულების პროფესორი, ნეონატალური და პერინატალური მედიცინის პროგრამის დირექტორი, უილიამ ქერი და „მეიოს კლინიკის“ უნარჩვევების და პროცედურების მენეჯერი, ქენდი ჰობსი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პედიატრიის აქტუალური საკითხები:
19 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე
19 სექტემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე
20 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე
„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“ მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს და პაციენტებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით, სერვისების ხარისხით და წარმოადგენს ევროპული სტანდარტების პედიატრიულ კლინიკას საქართველოში.
R