ავტორი:

ქართველების ცხოვრება კარვებში - ბანაკი სტრასბურგში, მდინარე ილის ნაპირზე: "საქველმოქმედო საზოგადოებამ სამი ბილეთი მოგვცა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შხაპი მივიღოთ..."

ქართველების ცხოვრება კარვებში - ბანაკი სტრასბურგში, მდინარე ილის ნაპირზე: "საქველმოქმედო საზოგადოებამ სამი ბილეთი მოგვცა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შხაპი მივიღოთ..."

საფრანგეთის ყოველდღიური რეგიონული გაზეთ "ელზასის“ (L’Alsace - იბეჭდება სტრასბურგში) 15-16 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ქართველებმა სტრასბურგში, მდინარის ნაპირზე, კარვები დადგეს" (ავტორი - სელინ ლინჰარდი). მასალაში გადმოცემულია ქართველი მიგრანტების მდგომარეობა, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება არ სურთ და საფრანგეთში დარჩენას ცდილობენ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სტრასბურგში, მდინარე ილის ნაპირზე, სებასტიან ბრანტის მოედნიდან რამდენიმე ნაბიჯზე, შაბათობით ბევრი ხალხი დადის. ველოსიპედისტთა ბილიკზე ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც ონავრულად გამოიყურება, ველოსიპედით მოძრაობს და მოხერხებულად დაძვრება მოსიარულე მოქალაქეებს შორის. 10 წლის მათე იმპროვიზირებულ, 13-კარვიან ბანაკში ცხოვრობს, მდინარის ნაპირზე, წმინდა პავლეს ეკლესიის პირდაპირ. კარვების წინ ორი ქალი დგას და ქართულად ლაპარაკობენ. იქვე ახლოს რამდენიმე მამაკაცი სკამზე ჩამომსხდარან და დროს კლავენ.

"მე ჩემს დასთან და დედ-მამასთან ერთად ვარ", - ამბობს მათე კარგი ფრანგულით. იგი ქართველების თარჯიმანია. მათე თავის ტელეფონში დედ-მამისა და ხუთი წლის დის - ევას სურათებს გვაჩვენებს.

"მამაჩემი ავად არის. მე აქაურ სკოლაში ვსწავლობ და ძალიან მომწონს - ამბობს მათე - თანაკლასელებს უკვე დავუმეგობრდი“.

როგორც მათე გვითარგმნის, კარვების ბანაკის ერთ-ერთი მცხოვრები, 43 წლის მარინა ამბობს, რომ მისი ოჯახი კარვებში სექტემბრის დასაწყისიდან იმყოფება - ადრე სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ პოლიციამ გამოუცხადა, რომ საფრანგეთი 31 აგვისტომდე უნდა დატოვოთო. ოთხი ღამე ავტოსადგურზე ეძინათ, ახლა კი იძულებულნი გახდნენ, კარვები გაეშალათ, თუმცა პოლიცია კარვების აღებასაც ითხოვს.

სამშობლოში მარინა მედდად მუშაობდა, მაგრამ რადგანაც ქმარი ავად გაუხდა, საცხოვრებელი ბინა გაყიდა და საფრანგეთში სამკურნალოდ ჩამოიყვანა. "ჩემს ქმარს კვირაში სამჯერ დიალიზი ჭირდება. საქართველოში ჯანდაცვა ძალიან დაბალ დონეზეა, ფრანგული სამედიცინო მომსახურების სისტემა უკეთესია. თბილისიდან ჯერ პოლონეთში ჩავედით, შემდეგ ავტომანქანით - სტრასბურგში, აქ უკვე ათი თვეა ვართ. ჩემი ქმარი სასტუმროშია და ექიმთან ტაქსს მიჰყავს, მე კი შვილებით აქ, კარავში ვცხოვრობ“. გაგარძელეთ კითხვა