ავტორი:

ხერსონის მერი, რომელიც ოკუპანტებმა ერთი წლის წინ გაიტაცეს, ტყვეობაშია - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ

ხერსონის მერი, რომელიც ოკუპანტებმა ერთი წლის წინ გაიტაცეს, ტყვეობაშია - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, უკრაინის ქალაქ ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი, რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ინფორმაციას კოლიხაევის ვაჟი ადასტურებს.

"წითელ ჯვარს დავუკავშირდი, სადაც მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი სამხედრო ტყვეთა სიაში შეიყვანა“, - ამბობს სვიატოსლავ კოლიხაევი.

კოლიხაევის ზუსტი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.

  • იგორ კოლიხაევი ხერსონის საქალაქო ადმინისტრაციას 2020 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. გასული წლის მარტში ქალაქი რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.

გასული წლის ივნისში, რუსმა სამხედროებმა კოლიხაევი თავისი ოფისიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დიდი ხნის განმავლობაში იგი დაკარგულად ითვლებოდა.

ამჟამად, ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობებს უკრაინის სამხრეთ რეგიონის სამხედრო პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომან მროჩკო ასრულებს, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით დაინიშნა ამ თანამდებობაზე.