ავტორი:

მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი, საყვარელ გოგონასთან ერთად, სოფლად გადასახლდა - "რვა ძაღლი გვყავს და ორი კატა... თავდაპირველად სახლში რომ შემოვედით, თავზე გვენგრეოდა ყველაფერი"

მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი, საყვარელ გოგონასთან ერთად, სოფლად გადასახლდა - "რვა ძაღლი გვყავს და ორი კატა... თავდაპირველად სახლში რომ შემოვედით, თავზე გვენგრეოდა ყველაფერი"

სერიალ ჩცდ-ში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის, მსახიობ ბუბა ჭოღოშვილის და მომღერალ ნანკა გვარიშვილის წყვილი, უკვე რამდენიმე თვეა, რაც სოფელ დიდგორში, ნანკას დიდი ბაბუის სახლში, 8 ძაღლთან და 2 კატასთან ერთად ცხოვრობს. წყვილმა ერთმანეთი თეატრში გაიცნო და აღმოჩნდა, რომ ორივე ქალაქგარეთ ცხოვრებაზე ოცნებობდა. მიზნისკენ სწრაფვა ადვილი არ აღმოჩნდა, მაგრამ სიყვარულმა წყვილს ყველაფერი შეაძლებინა. ამ ყველაფერზე მათ "რუსთავი 2"-თან ისაუბრეს.

ბუბა:

- ნანუკა "ახალ თეატრში" სპექტაკლზე "მე გადმოვცურავ ზღვას“ აღმოვაჩინე. კარი გაიღო და ნანუკამ შემოანათა.

ნანუკა:

- სპექტაკლში ერთად თამაში იყო ძალიან კარგი, ვთამაშობდით ისეთ როლებს, სადაც ჩვენს პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდათ.

ბუბა:

- ძალიან ყურადღებიანი იყო, მაღაზიაში რომ გავიდოდა ჩემთვის რაღაცები მოჰქონდა, იცოდა, რაც მინდოდა.

ნანუკა:

- ეს სახლი არის ჩემი დიდი დიდი ბაბუის აშენებული. ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ ქალაქარეთ საცხოვრებლად გადავსულიყავი. ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, რომ ძროხის ხმა მაღვიძებს. აღმოჩნდა, რომ ბუბაც იგივეს ფიქრობდა. მე ამ მიზნისკენ ისე ვისწრაფოდი, რომ ღობეც კი გავაკეთე ამ სახლში. ამასობაში შეგვიყვარდა ერთმანეთი და გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა. ღობე რომ გავაკეთე და თავდაპირველად სახლში რომ შემოვედი, თავზე მენგრეოდა ყველაფერი. ბუბამ მითხრა, მოდი, ერთად მივხედოთ ამ სახლს და გავაცოცხლოთო. აღმოჩნდა, რომ ორი ადამიანისგან მაგარი გუნდი შეიკრა.

ბუბა:

- ჩვენი ბუდე მოვიწყეთ, ბუნაგი... ჩვენი ოთახით ყველაზე მეტად ვამაყობთ.

ნანუკა:

- ტელევიზორის მაგიდა ჩვენ გავაკეთეთ. ბუბას დედას აქვს სასწაული ხელი, მხატვარია და ძალიან გვეხმარება, რომ დეკორი შევავსოთ. რაღაცნაირი სახლია, ან უნდა მოგვერგო ან რაღაც კატასტროფა გამოვიდოდა.

ბუბა:

- ემა, უმა, იაშა, ბუჩი, ფლოკი, ლილი, ნამი, ლოლა ჩვენი ცხოვებელი არიან, რვა ძაღლი გვყავს და ორი კატა. ამხელა გარემოში რომ არიან, თავისუფლად ცხოვრობენ.

ნანუკა:

- ერთხელ ჩვენი უსაყვარლესი მეზობლის ქათამი შემთხვევით გადმოხტა ჩვენთან, წარმოიდგინეთ, რვა ძაღლი დასდევდა და ჩვენც მათთან ერთად, რომ ქათამი გადაგვერჩინა.

ბუბა:

- ქალაქიდან 15 წუთში ღრმა სოფელში ხარ.

ნანუკა:

- ღამე აქ ძალიან ცივა, ზამთარია, ზაფხული - არ აქვს მნიშვნელობა. შინაგანად არ ვართ თბილისთან ახლოს. ეს ძალიან მაგარია. შევქმენით ოჯახი, დავიწყეთ ამ ოჯახის შენება. ძალიან დიდი შრომით, ჩვენი სახსრებით შენება. რეალურად მივხვდით რამხელა პასუხიმგებლობას ვეჭიდებით, უფრო მყარია ჩვენი ურთიერთობა, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ ყველაფერი მზად შეიძლებოდა გვქონოდა. გადავწყვიტეთ, ვაშენოთ და გავამყაროთ ჩვენი ოჯახი, ძალიან უნდა გიყვარდეს, ამაზე წახვიდე, ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი...

0

წყარო