ავტორი:

"აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენი სამშობლოსთვის" - უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქრო შუბითიძეა

"აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენი სამშობლოსთვის" - უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქრო შუბითიძეა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქრო შუბითიძეა. ის "ქართული ლეგიონის" წევრი იყო. გარდაცვლილი სამი თვის წინ, ომში დაიჭრა, თუმცა მაშინ მისი გადარჩენა შეძლეს.

ზაქრო შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება სტარომაიორსკოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება; ის პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ზაქრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება დაღუპული მებრძოლის ერთ-ერთი ბოლო ვიდეო, სადაც ის ამბობს: "აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენი სამშობლოსთვის"

ბისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.