ავტორი:

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს

რუსულმა არმიამ ხერსონი დაბომბა.

ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს განცხადებით, საღამოს რუსმა სამხედროებმა ხერსონის მიკრორაიონი "ოსტროვი“ დაბომბეს.

"დაბომბვის შედეგად დაჭრილია რამდენიმე მამაკაცი, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია ზუსტდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, აფეთქების ხმები ქალაქში ახლაც ისმის.

მროჩკომ ასევე შეახსენა მოსახლეობას, რომ ქალაქში "კომენდანტის საათი" მოქმედებს.