ავტორი:

"დროა, შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად" - რას წერს შარლ მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

"დროა, შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად" - რას წერს შარლ მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ დროა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ საჭირო პრიორიტეტები შეასრულოს.

"მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად", - წერს მიშელი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.