ავტორი:

ანტარქტიდა დედამიწის მაცივრიდან შესაძლოა გათბობის რადიატორად იქცეს - ყინულის საფარი იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო: რა ამბობენ მეცნიერები?

ანტარქტიდა დედამიწის მაცივრიდან შესაძლოა გათბობის რადიატორად იქცეს - ყინულის საფარი იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო: რა ამბობენ მეცნიერები?

თანამგზავრიდან მიღებული მონაცემებით, ანტარქტიდის მიმდებარე ზღვის ყინული, წინა წელთან შედარებით, ბევრად შემცირებულია. ეს შემაშფოთებელი მაჩვენებელია რეგიონისთვის, რომელიც ოდესღაც გლობალური დათბობის მიმართ შედარებით მდგრადი ჩანდა.

"ყველა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რაც წლების წინ კეთდებოდა, დღეს გაცილებით მძიმეა ვითარებაა. ეს ძალიან დამაფიქრებელია“, - ამბობს ვალტერ მაიერი, რომელიც ზღვის ყინულს "თოვლისა და ყინულის ეროვნული მონაცემთა ცენტრის“ მეშვეობით აკონტროლებს.

პოლარული ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ არასტაბილურ ანტარქტიკას შეიძლება "შორსმიმავალი“ მძიმე შედეგები ჰქონდეს.

ყინული, რომელიც ანტარქტიკის ოკეანის ზედაპირზე ცურავს, ახლა 17 მილიონ კვ.კმ-ზე ნაკლებია - ეს წინა ზამთრის მაჩვენებელზე ბევრად დაბალია. 1994 წლიდან 2017 წლამდე დედამიწამ უკვე 28 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა - დაკარგული ყინულის ფართობი, დაახლოებით ხუთჯერ აღემატება ბრიტანეთის კუნძულებს.

დოქტორი ქეროლაინ ჰოლმსი კვლევაში განმარტავს, რომ ზღვის ყინულის შემცირების ზემოქმედება მომავალი წლის ზაფხულში უფრო აშკარა გახდება.

ანტარქტიდის ყინულის უზარმაზარი ფართობი არეგულირებს პლანეტის ტემპერატურას, რადგან თეთრი ზედაპირი ასახავს მზის ენერგიას ატმოსფეროში და ასევე აციებს წყალს მის ქვეშ და მის მახლობლად.

ექსპერტების თქმით, ყინულის საფარით პლანეტის გაციების გარეშე, ანტარქტიდა დედამიწის მაცივრიდან შესაძლოა გათბობის რადიატორად იქცეს.

ზღვის ყინულის დნობის შედეგად, მზის სხივები ოკეანეს ხვდება, რომელიც შთანთქავს შუქს მისი არეკვლის ნაცვლად, შედეგად, წყალს სითბო ემატება და ყინული დნობას იწყებს. მეცნიერები ამას ყინულ-ალბედოს ეფექტს უწოდებენ.

"ყინულის მნიშვნელობას გარკვეულწილად განსაზღვრავს ის, რომ ისინი აირეკლავენ მზიდან მომავალ რადიაციას და ამით ხელს უწყობენ დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას როგორც ჩარდილოეთ, ისე სამხრეთ პოლუსზე. ყინულის დნობასთან ერთად, იზრდება მზის ენერგიის რაოდენობა, რომელსაც დედამიწის ატმოსფერო და ოკეანე შთანთქავს, ეს კი დათბობის პროცესს აქ უფრო ინტენსიურს ხდის, ვიდრე პლანეტის ნებისმიერ სხვა ადგილას”, - განმარტავს იზაბელ ლოურენსი, ლიდსის პოპულარული დაკვირვებისა და მოდელირების ცენტრის მკვლევარი.

ყინულის დნობა პლანეტის მასშტაბით იწვევს ზღვის დონის ამაღლებას, ზრდის სანაპიროების დატბორვის რისკს და საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ჰაბიტატებს, სადაც ველური ბუნების წარმომადგენლები ბინადრობენ. თუ ყინულის მნიშვნელოვანი რაოდენობის დნობა დაიწყება, ეს კატასტროფული იქნება მთელი მსოფლიოსთვის.

2022 წლის მარტში აღმოსავლეთ ანტარქტიდას ექსტრემალური სიცხის ტალღა დაატყდა თავს და ტემპერატურამ -10C-მდე აიწია.

"როდესაც, 30 წლის წინ, დავიწყე ანტარქტიდის შესწავლა, არასდროს მიფიქრია, რომ იქ ასეთი ექსტრემალური მოვლენები მოხდებოდა. ანტარქტიდის სიშორე და ისტორიული ინფორმაციის ნაკლებობა ნიშნავს, რომ მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია“, - ამბობს პროფესორი მარტინ ზიგერტი.

აგვისტოს ბოლოს მეცნიერებმა გაასაჯაროვეს თანამგზავრული ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია ანტარქტიდაში საიმპერატორო პინგვინების მასობრივი სიკვდილი. დაახლოებით 10 ათასამდე ბარტყი, რომლებიც ჯერ არ იყვნენ შებუმბლული წყალგაუმტარი ბუმბულით აღმოჩნდნენ გაყინულ წყალში მას მერე ყინული დანაწევრდა. ეს მოვლენა მოხდა 2022 წლის ბოლოს კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, მეცნიერების თქმით, პატარა პინგვინების ნაწილი მომენტალურად იყინება და ქვასავით იძირება წყალში.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მომხდარი კატასტროფის მაუწყებლად შეიძლება ჩაითვალოს. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ საიმპერატორო პინგვინები უკვე კლასიფიცირებულია, როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.

"ფაქტია, ანტარქტიდაში ტემპერატურა უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე ნაწინასწარმეტყველები იყო... ეს პინგვინების ყინულოვან ჰაბიტატს სულ უფრო დაუცველს ხდის, რადგან ზამთარში ყინულის ფორმირებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ზაფხულში ის უფრო სწრაფად თხელდება. ეს პროცესები, საბოლოოდ, გამოიწვევს იმას, რომ საუკუნის ბოლოსთვის საიმპერატორო პინგვინების კოლონიების 90%-ზე მეტი, პრაქტიკულად, გაქრება", - ამბობს BBC-სთან ანრაქტიკის შემსწავლელი ბრიტანული სამსახურის წარმომადგენელი პიტერ ფრეტველი.