ავტორი:

"სად არის შენი ცოლი?" - ერდოღანის კითხვა ილონ მასკს: უხერხული შეხვედრის ამსახველი კადრები (ვიდეო)

"სად არის შენი ცოლი?" - ერდოღანის კითხვა  ილონ მასკს: უხერხული შეხვედრის ამსახველი კადრები (ვიდეო)

ნიუ-იორკში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და Tesla -ს და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის შეხვედრა შედგა. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა მასკს თურქეთში Tesla -ს ქარხნის აშენება შესთავაზა. პრეზიდენტმა ასევე თურქეთის ტექნოლოგიურ მიღწევებზე ისაუბრა.

შეხვედრის დროს, მასკმა აღნიშნა, რომ თურქეთი ქარხნის აშენების ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია - ცნობისთვის, Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მექსიკის ჩრდილოეთ ნუევო ლეონის შტატში აშენებს.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი პრეზიდენტთან შეხვედრაზე შვილთან, X Æ A-12- თან ერთად მივიდა. უხერხული შეხვედრის ვიდეოკადრები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება.

"სად არის შენი ცოლი?“ - ჰკითხა ერდოღანმა Tesla-ს დამფუძნებელს, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ ცოლს უკვე დაშორდა და ბავშვზე მარტო ზრუნავს.

ნახეთ ვიდეო: