ავტორი:

"კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები არაფერს აკეთებენ, ისინი ახლა აზერბაიჯანის მხარეს არიან" - როგორ აფასებს სომეხი ექსპერტი ყარაბაღში შექმნილ ვითარებას?

"კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები არაფერს აკეთებენ, ისინი ახლა აზერბაიჯანის მხარეს არიან" - როგორ აფასებს სომეხი ექსპერტი ყარაბაღში შექმნილ ვითარებას?

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების თემებზე "ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გროგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ და ცეცხლის გახსნის შემდეგ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აგრძელებენ საომარ მოქმედებებს. ახლა რა ხდება და თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი?

- აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისთვის ფართომასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანელებმა დაიწყეს სტეპანოკერტის დაბომბვა. მასშტაბებზე მიჭირს საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანული არტილერია სტეპანოკერტს ბომბავს.

მაგრამ, შემიძლია ვთქვა, აზერბაიჯანული ძალები ძირითადად, შეტევებს ახორციელებენ მთიანი ყარაბაღის სოფლებზე და ამ ზონაში მცხოვრებისგან დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

ავტორიტარული რეჟიმების ტრადიციაშია პრობლემების ძალის გამოყენებით გადაჭრა. ჩემი აზრით, აზერბაიჯანი საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმაში, რომ გადაწყვეტილი აქვს მთიანი ყარაბაღის პრობლემა ძალითა და ომით გადაწყვიტოს. რადგან ისინი თვლიან, რომ მთიანი ყარაბაღი მათი ტერიტორიაა, აქვთ უფლება ძალით გაყარონ მთიანი ყარაბაღიდან იქ დარჩენილი სომხური მოსახლეობა.

ახლა რაც ჩანს, ისაა, რომ აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები დაიწყო მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში განადგურებულია სომხური პოლკი, რადიოსადგური, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განადგურებულია ყველა სომხური ბლოკ-პოსტი, ხანკენდი (სტეპანოკერტი) - ხოჯჟინიდის გზაზე სომხური ბრიგადა. მას შემდეგ, რაც სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა, ორ ქვეყანას შორის პრობლემები წესით არ უნდა ყოფილიყო. ბაქოს პოზიცია ასეთია - მთიან ყარაბაღში დარჩენილებმა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მშვიდობიანად გააგრძელონ ცხოვრება. ვიცით, რომ ერევანი ითხოვდა მთიან ყარაბაღში დარჩენილების უფლებების დაცვას. კი ბრძანეთ, რომ აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების ეთნიკური წმენდის განხორციელება სურს, მაგრამ, ამის გაკეთება რამდენად რეალისტურად გამოიყურება?

- ფაქტია, რომ აზერბაიჯანს არ სურს მთიან ყარაბაღში დარჩენილების უფლებების დაცვა, ამისთვის გადაკეტეს მათ ლაჩინის კორიდორი. როგორც ჩანს, აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების დაცვაზე თავისი და უცნაური შეხედულებები აქვს.

იმისათვის, რომ მთიან ყარაბაღში სომხებს მშვიდობიანად ეცხოვრათ, სომხეთმა აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ საგუშაგოები გახსნეს და დახურეს ლაჩინის კორიდორი და არ ატარებდნენ ჰუმანიტარულ ტვირთს.

- რამდენადაც მახსოვს, აზერბაიჯანმა აგდამის მხრიდან წითელი ჯვრის რუსული განყოფილების მონაწილეობით მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი მეორე კორიდორი გახსნა...

- სწორს ამბობთ, ასეც მოხდა, მაგრამ უცნაური ისაა, რომ აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების დაწყებამდე ლაჩინის კორიდორი თავად გახსნა.

ყველას ავიწყდება თუ რის გამო დაიწყო კონფლიქტი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. თუ დაავიწყდათ, შევახსენებ - აზერბაიჯანი ყოველთვის უშლიდა ხელს მთიან ყარაბაღში მცხოვრებლებს, ურთიერთობა ჰქონოდათ სომხეთთან. ეს კონფლიქტი სწორედ ამის გამო დაიწყო. თავის დროზე ბაქო წინააღმდეგი რომ არ ყოფილიყო, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს სომხებს შორის ნორმალური ურთიერთობების, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი არც დაიწყებოდა.

აზერბაიჯანი 90-იან წლებშიც ცდილობდა მთიან ყარაბაღსა და სომხეთის დამაკავშირებელი გზების ჩაკეტვას. სამწუხაროა, რომ ახლა ისინი იგივეს აკეთებენ. ვიმეორებ, აზერბაიჯანმა ზუსტად გუშინ გახსნა ლაჩინის კორიდორი, მაგრამ დღეს საომარი მოქმედებები დაიწყო. ვიმეორებ, ჩემი აზრით, ბაქომ მიიღო გადაწყვეტილება რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა ძალით გადაწყვიტოს.

- ვხედავთ, რომ საომარი კონფლიქტი დაწყებულია, თან ფართომასშტაბიანი. გასაგებია, რომ მძიმე ტექნიკით რუსი სამშვიდობოები შეიარაღებული არ არიან, მაგრამ, თქვენი ინფორმაციით, რას აკეთებენ კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები?

- კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები არაფერს არ აკეთებენ, რადგან ისინი ახლა აზერბაიჯანის მხარეს არიან. ანუ, რუსეთ-აზერბაიჯანულ-თურქული ინტერესები ახლა კრემლისთვის უფრო წონადია, ვიდრე რუსეთ-სომხური ინტერესები. წაიკითხეთ სრულად