ავტორი:

"ეროვნული ბანკი, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა, თქვენი ოჯახის დანაზოგები თურნავას და ივანიშვილის გადაწყვეტილებით სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა" - მამუკა ხაზარაძე

"ეროვნული ბანკი, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა, თქვენი ოჯახის დანაზოგები თურნავას და ივანიშვილის გადაწყვეტილებით სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა" - მამუკა ხაზარაძე

მთავარი ინსტიტუცია, ეროვნული ბანკი, ინდუსტრია, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა, თქვენი ოჯახის დანაზოგები, ლარის სტაბილურობა, თურნავას, ეროვნული ბანკის და ბიძინას გადაწყვეტილებით სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. ამას არ შევეგუებით! 17:00 საათზე ყველას გელოდებით - უნდა გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ და უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა გვეცლება, -ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ეროვნული ბანკის ახალ გადაწყვეტილებაზე.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და შესაბამისად, რუსეთის დავალებას.

"რუსული პოლიტიკის ეფ-ეს-ბეს ჯაშუშის "გაპრავება“ და თავდაცვა გადაწყვიტეს იმისთვის, რომ ხელი დააფარონ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც ფარცხალაძე ეწეოდა ჩვენი ქვეყნის, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. ის მოექცა საერთაშორისო და აშშ-ს სანქციებში და შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს კანონის წინაშე, რომლის შესახებაც ჩვენ არანაირი განმარტება. ქალბატონი თურნავა თავის გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და შესაბამისად, რუსეთის დავალებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და საფრთხე იმისთვის,რომ მომავალში, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საბანკო სისტემას სერიოზული სანქციები დაუწესონ. ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საბანკო სისტემას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სანქციებს არ დაუწესებენ, მაგრამ საშიშროება გააჩინა სწორედ ამ გადაწყვეტილებამ. მე მოვითხოვ და ჩვენი პარტია მოითხოვს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და გააკეთოს განმარტება, თუ რა პირობებში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რა ზემოქმედება მოხდა, როდესაც ორი დღის განმავლობაში ჯერ მიღებული ერთი გადაწყვეტილება სანქციასთან შეერთებასთან და უკვე 24 საათში მის გაუქმებასთან დაკავშირებით, ასე არ ხდება. 24 საათში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება. ჩვენ გვაინტერესებს დეტალები და ეს დეტალები ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა განმარტოს.

დღეს 17:00 საათზე ვიკრიბებით ეროვნულ ბანკთან, რათა ძალიან მკაცრი პროტესტი გამოვხატოთ იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ინსტიტუციას მიაყენეს ამ გადაწყვეტილებით. მინდა, ყველას გითხრათ, დღეს არ არის იმის დრო ვინ, სად, ვინ, ვისთან დგას და ა.შ. სურათი ნათელია - საქართველოში არის პრორუსული ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ ქვეყანას რუსეთისკენ, ბელარუსისკენ, ჩრდილო კორეისკენ მიათრევს და უნდათ, რომ ამ მდგომარეობაში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა და არის მეორე ძალა, უმრავლესობა, რომელსაც უნდა ცივილური თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყოს. ამ და ყველა იმ წინა გადაწყვეტილებებით, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იქნა მიღებული, ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენ ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის მინიჭების პროცესს, ჩვენ და ჩვენ ეროვნულ უსაფრთხოებას. ამიტომ დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის, ნებისმიერ ადგილას, სადაც მსგავსი რამ მოხდება, ჩვენ იქ ვიქნებით. 5, 10, 100, თუ 1000 კაცი ვიქნებით ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ და უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა გვეცლება. დღეს საუბარს არ დავიწყებ იმაზე, თუ რა პრობლემებია საზოგადოებაში, რა პრობლემები აქვთ ჩვენ მოსახლეობას და რეგიონებს, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ და ყველაფერს ვამხელთ. მაგრამ დღეს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია, ეროვნული ბანკი, ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრია, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა, თქვენი ოჯახის დანაზოგები, ლარის სტაბილურობა,საერთაშორისო გამჭვირვალობა და ის, რაზეც ჩვენი მომავალი დგას, თურნავას, ეროვნული ბანკის და ბიძინას გადაწყვეტილებით სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. ამას არ შევეგუებით 17:00 საათზე ყველას გელოდებით“, -განაცხადა ხაზარაძემ.