ავტორი:

ანა წითლიძე კობახიძეს - "ირაკლი, შენ ხარ რუსი!"

ანა წითლიძე კობახიძეს - "ირაკლი, შენ ხარ რუსი!"

უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძეს, "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ "რუსის ჯაშუში“ უწოდა და მიმართა: "ირაკლი, შენ ხარ რუსი“.

აღნიშნულის საპასუხოდ კობახიძემ წითლიძეს შემდეგი სიტყვებით უპასუხა: "აგენტი ხარ, ქალები ნუ ეფარებით ხოლმე, ვითომ კაცებს“.

პარლამენტის სასესიო დარბაზის ფოიეში ვითარება კვლავ დაძაბულია. დაპირისპირების მთავარი თემა ოთარ ფაცხალაძესთან დაკავშირებით სებ-ის მიერ მიღებული საგამონაკლისო წესია.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ამით დადასტურდა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსტიტუტები რუსების ინტერესის სამსახურში ჩააყენა.