ავტორი:

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩემი შემოქმედების არ დაფასება... გული მატკინეს, მაგრამ დავრჩი ხელოვნებაში" - რაზე წუხს მხატვარი მალხაზ სულაბერიძე?

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩემი შემოქმედების არ დაფასება... გული მატკინეს, მაგრამ დავრჩი ხელოვნებაში" - რაზე წუხს მხატვარი მალხაზ სულაბერიძე?

"ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე, მთელი ცხოვრება ხელოვნება ჩემთანაა და მე ხელოვნებასთან" - ამბობს მხატვარი მალხაზ სულაბერიძე. იგი თვლის, რომ მისი შემოქმედება არ დააფასეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, აპირებს სულ ხელოვნებას ემსახუროს...

- სათანადოდ არ დამიფასდა თოჯინების თეატრის მოხატვა, ასე ჩათვალეს საჭიროდ. არავინ იცის ჩემი მოხატული რომ არის, თუ შინაურულად მე არ ვიტყვი ვინმეს... ჯერ პირველად ორი თვე, შემდეგი ოთხი თვე ვიმუშავე. მთელი ჩემი გული და ენერგია ჩავდე, ბავშვები რომ გამეხარებინა და ასეც არის. მომავალ თაობას დაუტოვე, რაც შევძელი. მახსოვს ჩემი შვილი, ჩემი თამრი როგორ ელოდებოდა რომ გამეხარებინა... ესკიზების გარეშეა გაკეთებული ექსპრომტად, მე სულ ასე ვქმნი.

არ უნდოდათ ჩემი წარმოჩენა, საერთოდ ამხელა ნაშრომს ავტორი თუ ჰყავს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩემი შემოქმედების, ნაშრომის არ დაფასება. არ შეიძლება ეს ჩაითვალოს ჩვეულებრივ რემონტად... ახალი დარბაზის გახსნაზე, პრეზენტაციაზე არც კი დამიძახეს... უბრალოდ იამაყე, რომ თეატრში შენი მხატვრობა არისო. პატრიოტი ადამიანი ვარ, როცა ეროვნული მოძრაობა იყო, როგორც ყველა პატრიოტი, გულანთებული სტუდენტი მეც იქ ვიდექი ქვეყნის გვერდით... ახლა კი ერთადერთი იმისი ძალა შემწევს, რომ დავრჩე ხელოვნებაში, მიუხედავად ყველაფრისა, რაც გული მატკინეს...

- ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე, მთელი ცხოვრება ხელოვნება ჩემთანაა და მე ხელოვნებასთან...

დავიბადე ქალაქ თბილისში.. 24 საშუალო სკოლა დავამთავრე, სადაც გაიმართა პირველი პერსონალური გამოფენა, პირველი ნაბიჯები მხატვრობასთან. 1992 წელს ჩავირიცხე იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1995 წელს სწავლა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში განვაგრძე... მასობრივი სანახაობის, მხატვარ სცენოგრაფის განხრით სწავლის პერიოდში აქტიურად ვმოღვაწეობდი... 1997 წელს გაიმართა ჩემი მეორე პერსონალური გამოფენა გალერეა "ათინათში“ 2000 წელს კულტურის ინსტიტუტი დავამთავრე, სადიპლომო ნამუშევრით თემაზე "ბერიკაობა..

2004 წელს ჩემი მესამე პერსონალურ გამოფენა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ- მუზეუმში მოეწყო. 2005 წელს ისტორიული წიგნი. ,,დიდი ქართველი მეფეები დავასურათე. 2007 წელს გაიმართა მეოთხე პერსონალური გამოფენა არტ გალერეაში.. 2014 წელს მეოთხე პერსონალური გამოფენა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახლ-მუზეუმში... 2017 წელს მეხუთე პერსონალური გამოფენა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის გალერეაში. 2021.- 2022 წლებში მოვხატე თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. ჩემი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა კერძო კოლექციებში... კიდევ უფრო მრავალფეროვან ჟანრში მსურს მუშაობა, როგორც სცენოგრაფიის განხრით ისე ილუსტრატორის...

- როგორც ვიცი, ამჯერად "ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაზე მუშაობთ...

- დიახ, „ვეფხისტყაოსანზე“ ვმუშაობ, პუანტელისტურ სტილში... ამას მე ჩემი შთაგონებით ვაკეთებ, მინდა გადმოვცე ძალა რუსთაველისა, ესეც შთაგონებით. დიდი ხანი მინდოდა და გაუბედე თავს... ჩემი ინიციატივით, რომ დავასრულებ, მე და ბატონი ვაჟა გამომცემლებს შევთავაზებთ. რაც შეეხება ისტორიულ წიგნს, - „დიდი ქართველ მეფეებს“ ბატონ ვაჟა შუბითიძის ავტორული ნამუშევარს გაუკეთე ილუსტრაცია, დეტალურად მოხდა ყველა ისტორიული ფაქტის ასახვა... როგორც მოგახსენეთ, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დავიწყე ვეფხისტყაოსანზე მუშაობა. მინდა გადმოვცე რუსთველის ძალა, მისი გენიალური განშტოება..