ვაშინგტონის შტატში გამართულ 50 Cent-ის კონცერტზე ქალმა იმშობიარა, -ამის შესახებ გამოცემა Page Six წერს.
თვითმხილველების ცნობით, ქალი კონცერტის დროს ცუდად გახდა და მასთან მისულმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მშობიარობა ეწყებოდა. ორსულს გადაადგილებაც აღარ შეეძლო, ამიტომ ექიმები იძულებული გახდნენ, იქვე დახმარებოდნენ მას მშობიარობაში.
სანამ ხალხი ნაჭრებს ეძებდა, კონცერტის ორგანიზატორებმა და სტაფმა მშობიარე ქალის გარშემო წრე შეკრეს, რათა გარშემომყოფებისგან მისთვის პირადი სივრცე გამოეყოთ.

საბედნიეროდ, მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა და ქალს გოგონა შეეძინა. მშობიარობის შემდეგ დედა-შვილი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კლინიკის ცნობით, ორივე კარგადაა.
მკითხველისთვის ალბათ მოულოდნელი იქნება, მაგრამ კონცერტებზე მშობიარობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. სულ ახლახან, ქალს, რომელიც ორსულად იყო, Pink-ის კონცერტზე მშობიარობა დაეწყო, თუმცა მოესწრო მისი სამშობიაროში გადაყვანა. მას ბიჭი შეეძინა. კიდევ ერთი შემთხვევა 2022 წელს მოხდა, როცა ჯგუფ Metallica-ს კონცერტზე, ბრაზილიაში, ქალს ვაჟი შეეძინა.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა