ავტორი:

"მე არც სცენარისტი ვარ და არც რეჟისორი, რომ ეს კინოცენტრი ჩემთვის მინდოდეს, თქვენთვის მინდა" - თეა წულუკიანი

"მე არც სცენარისტი ვარ და არც რეჟისორი, რომ ეს კინოცენტრი ჩემთვის მინდოდეს, თქვენთვის მინდა" - თეა წულუკიანი

"მე არც სცენარისტი ვარ და არც რეჟისორი, რომ ეს კინოცენტრი ჩემთვის მინდოდეს, ეს კინოცენტრი მინდა თქვენთვის - ვიბრძვი, რომ არავინ დაიჩაგროს,- ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

წულუკიანმა ისაუბრა მაგალითებზე, როდესაც ჯერ პრემიერობის დროს, გიორგი გახარიას, შემდეგ კი თავად მას, კულტურის მინისტრის პოსტზე სხვადასხვა ხელოვანი დაფინანსების გაზრდას სთხოვდა.

მინისტრმა დაასახელა შემთხვევა, როდესაც კინოცენტრის ხელმძღვანელს პირადად დაუპირისპირდა კონკრეტული ახალგაზრდისთვის დაფინანსების დამატების მიზნით.

მისი განმარტებით, როდესაც მსგავსი მაგალითები დაგროვდა და კინოცენტრის რეფორმა დაიწყო, აღნიშნული ახალგაზრდები მათ ჯგუფში აღმოჩნდნენ, ვინც ამბობს, რომ "მინისტრს კინოცენტრში ჩარევა უნდა“.

"პრემიერ-მინისტრ გახარიას დროს (სად არიან გახარიები, რატომ არ არიან დღეს, ნეტავ, აქ?! - გახარებულები არიან სხვაგან), კინოცენტრმა ჩაატარა ფილმწარმოების კონკურსი. გამოყოფილი იყო 1 მილიონ 200 ათასი ლარი, რაც დიდი თანხა არაა. დაფინანსდა 4 პროექტი, საიდანაც ერთი არის ძალიან დიდ ქართველი რეჟისორის პროექტი, 3 კი ძალიან ცნობილი და კარგი რეჟისორის პროექტი. თანხა გაიყო თანაბრად, თითოეულს შეხვდა 300 ათასი ლარი, რაც ფილმის გადასაღებად საკმარისი არაა. სამიდან ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟისორმა არც აცია, არც აცხელა, ესტუმრა ბატონ პრემიერს და უთხრა- არ მყოფნის, ბატონო ბიძია-ბაბუა, 300 ათასი ლარი და დამიმატეთ, რა. რა ქნა პრემიერ-მინისტრმა? - ჩაერია კინოცენტრის საქმიანობაში და რა მოხდა- სხვა პროექტებს თანხები წაართვეს, რადგან პრემიერის დავალება იყო და რადგან გახარია ჩაერია, ამ კონკრეტულ პროექტს დაუმატეს 1 მილიონ 400 ათასი ლარი, მაშინ, როცა კინოცენტრის ფილმ წარმოების წლიური ბიუჯეტი სულ 5 მილიონი ლარია. ეს ხდება "გაგანია“ კოვიდის დროს. ეს ფილმი გადაიღეს, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი ისაა, რომ მე, როდესაც ასეთი ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლა, კინოცენტრში ნეპოტიზმის მოშლა და რეალურად ქართული კინოს ინტერესებში სისტემის შექმნის მცდელობა დავიწყე, ის გამოვიდა ერთ-ერთი პირველი და დამადანაშაულა, რომ კინოცენტრს ვღუპავ და ჩარევა მინდა. ეს არის სირცხვილი!

შემდეგი მაგალითი - შარშანწინ, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ხელოვანი მირეკავს და მეუბნება: ქალბატონო მინისტრო, ერთი ახალგაზრდა რეჟისორი კაცია, კინოცენტრი ჩაგრავს (ეს იქამდე ხდება, სანამ, როგორც თვითონ ამბობენ, მე კინოცენტრს შევესეოდი) და თუ შეიძლება, იქნებ კინოცენტრმა დაუმატოს ფული, რადგან ახალგაზრდაა და კარიერა სჭირდება. ამ დროს კინოცენტრს არ ვეხები, ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებ და უბრალოდ, კითხვებს ვუსვამ - კარგად ვიქცევი. მოდის ახალგაზრდა კაცი და ქალი, ნიჭიერი ხალხი და მთხოვს, იქნებ ჩავერიო და იმ ხელმძღვანელობას, რომლის გვერდშიც დღეს დგანან, ვაიძულო, რომ მას ფული დაუმატოს. რას შვება კულტურის მინისტრი? - იქცევა ცუდად. არსენა ოძელაშვილივით შეჯდება ცხენზე, რომ დაჩაგრული გადაარჩინოს, შედის კონფლიქტში კინოცენტრის ხელმძღვანელთან და უხსნის. მართლა ჩაგრავენ, კი არ იტყუებოდა?! ამიტომ ვიბრძვი, რომ არავინ დაიჩაგროს. ვისაც ეყოფა ის 5 მლნ ლარი, განაწილდეს სამართლიანად. ეს დაჩაგრული ადამიანი გადავარჩინეთ. მაგრამ არასწორად მოვიქეცი, რადგან ასეთი ტიპის ქმედებას კონკრეტული კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა აკრძალულიც არაა. კანონში მიწერია, რომ ზედამხედველი ვარ. გამოვიყენე ჩემი ფუნქცია და კინოცენტრი ვაიძულეთ, რომ მოცემული ახალგაზრდისთვის თანხა დაეგროვებინა. როდესაც ასეთი მაგალითები დაგროვდა და მე კინოცენტრის რეფორმა გადავწყვიტე, სად აღმოჩნდა ეს ახალგაზრდა? - მათ ჯგუფში, ვინც უსინდისოდ გამოდის და ამბობს, რომ მინისტრს უნდა კინოცენტრში ჩარევა, რათა ქართული კინო დაანგრიოს. ეს არის საბჭოთა კავშირი ახალგაზრდულ ასაკში, ეს არის სირცხვილი, თორემ მე არც სცენარისტი ვარ და არც რეჟისორი, რომ ეს კინოცენტრი ჩემთვის მინდოდეს, ეს კინოცენტრი მინდა თქვენთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.