ავტორი:

"ვისურვებდი, უფრო მკაცრი იყოთ  - სიმკაცრე უხდება ხალხს და უყვარს უფრო მეტად" - ინჯია წულუკიანს

"ვისურვებდი, უფრო მკაცრი იყოთ  - სიმკაცრე უხდება ხალხს და უყვარს უფრო მეტად" - ინჯია წულუკიანს

სიმკაცრე თქვენ არ გაკლიათ, მაგრამ ვისურვებდი, უფრო მკაცრი იყოთ - სიმკაცრე უხდება ხალხს და უყვარს უფრო მეტად! - ამ რჩევით კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ მიმართა.

„ქალბატონო თეა, დიდი პატივისცემით მოგესალმებით! იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ქვეყანა პატარაა, იყო ამ პატარა ქვეყნის კულტურისა და სპორტის მინისტრი, დიდი პასუხისმგებლობა და დიდი სიამაყეა. ქართველები შემოქმედებითი ხალხი ვართ და თქვენ ამას ღირსეულად ასრულებთ!“ - მიმართა ინჯიამ წულუკიანს და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ.