ავტორი:

"ქალბატონო" თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას, ვინც არ გემორჩილებათ, ყველას რეპრესიები მოუწყვეთ... არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან!" - რაჭველიშვილი წულუკიანს

"ქალბატონო" თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას, ვინც არ გემორჩილებათ, ყველას რეპრესიები მოუწყვეთ... არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან!" - რაჭველიშვილი წულუკიანს

ცნობილი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს დღეს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და წერს, რომ ის მინისტრი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს:

“კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი,ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს ფუნქციას”- თქვა კულტურასა და ხელოვნებაში დიდად გათვიცნობიერებულმა “ხელოვანმა”. “ქალბატონო” თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას და არ გესაქმებათ არაფერი ჩვენს სფეროსთან!

მრავალი წლის განმავლობაში პირველად მომწონს კონსერვატორიის ხელმძღვანელობა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამინდელი კონსერვატორიის ხელმძღვანელობა არ ასრულებს თქვენს დავალებებს და ამიტომ აწყობთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ჩვეულებრივ რეპრესიებს!

ვინც თქვენ არ გემორჩილებათ, ყველას რეპრესიები მოუწყეთ და ყველას ემუქრებით და თავს ესხმით სიტყვიერად თუ ფიზიკურად! ძალიან ნაცნობი ხელწერაა საწუხაროდ!!!" - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის.

"თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც ის, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს" - აღნიშნა მინისტრმა.