ავტორი:

ხმაური ეროვნულ ბანკთან - პოლიტიკოსები ნათია თურნავასთან შეხვედრას ითხოვენ, რის შესაძლებლობასაც მათ პოლიცია არ აძლევს

ხმაური ეროვნულ ბანკთან - პოლიტიკოსები ნათია თურნავასთან შეხვედრას ითხოვენ, რის შესაძლებლობასაც მათ პოლიცია არ აძლევს

საქართველოს ეროვნულ ბანკთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ეროვნულ ბანკში შესვლას და ნათია თურნავასთან შეხვედრას ითხოვენ.

აღნიშნულის შესაძლებლობას მათ პოლიცია არ აძლევს. "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განმარტა, რომ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში შესვლა სურს.

„დეპუტატებს უნდათ ნათია თურნავასთან შესვლა“- მიმართა სამართალდამცველებს ნიკა მელიამ, რაზეც პოლიციამ უპასუხა, რომ ჯერ საშვი უნდა დაუშვან და ამის შემდეგ ექნებათ შესვლის შესაძლებლობა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, სამართალდამცველებს პოლიტიკოსებმა განუმარტეს, რომ დეპუტატს შენობაში შესვლისთვის საშვი არ სჭირდებათ.

ამასთან, ნიკა მელიასა და პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

პოლიციელმა ნიკა მელიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ხელი დაწიე, მიბრძანდი, ტონს ნუ უწევ“, რის საპასუხოდაც მელიამ მას მიმართა: „ასე უნდა წმინდოთ ივანიშვილს უკანალი? - ფულის გამო ყველაფერს აკეთებ“. პოლიციელმა თავის მხრივ უპასუხა; „შენ წმინდე უკანალი ვიღაცებს უზრდელო, გადი აქედან“.

დეპუტატებს ამ დრომდე არ მისცემიათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა. შენობასთან პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.