ავტორი:

"ჩემი ამ გადაცემაში მოსვლა დაუგეგმავად დაემთხვა ჩემი პერსონაჟის გარდაცვალებას... ჯერ კიდევ ივლისში დაიგეგმა "მარიამის" სიკვდილი, ეს იყო დამთხვევა" - ანკა ვასაძე მის გმირზე

"ჩემი ამ გადაცემაში მოსვლა დაუგეგმავად დაემთხვა ჩემი პერსონაჟის გარდაცვალებას... ჯერ კიდევ ივლისში დაიგეგმა "მარიამის" სიკვდილი, ეს იყო დამთხვევა" - ანკა ვასაძე მის გმირზე

რამდენიმე კვირის წინ პოპულარული სერიალის "სიყვარულს მიღმა" მეორე სეზონი საკმაოდ მძიმე სერიით დაიწყო. სერიალის მთავარი გმირი, მარი გარდაიცვალა. სეზონის ასე დაწყებას მაყურებლის დიდი ნაწილი არ ელოდა, ამიტომ ახალი სეზონის პირველ სერიას უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა.

ამას დაემთხვა ის, რომ მარის როლის შემსრულებელი ანკა ვასაძე ტელეკომპანია "ფორმულაში" დილის გადაცემის წამყვანი გახდა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ სერიალის მენეჯმენტმა ერთ-ერთი მთავარი გმირის გარდაცვალების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მსახიობთან შეთანხმება ვეღარ შედგა.

თუმცა ამას თავად ანკა ვასაძე უარყოფს. ამბობს, რომ მისი გმირის გარდაცვალების სცენარი ჯერ კიდევ ივლისში დაიწერა, ხოლო თავად "ფორმულას" გადაცემის წამყვანი ორი კვირის წინ გახდა.

"ჩემი მოსვლა "ფორმულას" დილის გადაცემაში დაუგეგმავად დაემთხვა სერიალში "სიყვარულს მიღმა" ჩემი პერსონაჟის გარდაცვალებას. რა თქმა უნდა მარიამის გარდაცვალებაში არანაირი როლი არ აქვს წამყვან ანკა ვასაძეს, ჯერ კიდევ ივლისში დაიგეგმა სცენარის მიხედვით მარიამის სიკვდილი, მაგრამ დილის გადაცემას შევუერთდი ორი კვირის წინ.

ეს იყო უბრალოდ დამთხვევა. ამ პერსონაჟის სიკვდილს საოცრად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც მე არც ველოდი. ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება ჩემი ჩემი პირველი გმირი მაშა პროზოროვა და საერთოდ თეატრის გმირები ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია, როგორც სხვა მსახიობებისთვის" - ამბობს ანკა.

წაიკითხეთ ასევე:

წყარო