ავტორი:

"მიყვარს, როცა ხალხი აქტიურობს - დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში" - გიული ალასანია

"მიყვარს, როცა ხალხი აქტიურობს - დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში" - გიული ალასანია

საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან აქციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია.

" ძალიან მიყვარს, როდესაც ხალხი აქტიურობს. ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მეც მიჩნდება ხოლმე ასეთი გრძნობა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია. მთავარი მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში, მსოფლიოსთან კავშირში ვიყოთ, ცალკე ხომ არ ვიქნებით“, - აღნიშნა ალსანიამ.