ავტორი:

მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები, ბინები - ოთარ ფარცხალაძემ შვილს 12 ერთეული უძრავი ქონება გადაუფორმა: კონკრეტულად რა ქონებაზეა საუბარი?

მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები, ბინები - ოთარ ფარცხალაძემ შვილს 12 ერთეული უძრავი ქონება გადაუფორმა: კონკრეტულად რა ქონებაზეა საუბარი?

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონების ნაწილი, 12 უძრავი ნივთი შვილს, ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა.

ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე იძებნება და 20 სექტემბრით თარიღდება. ფარცხალაძის მიერ შვილისთვის ნაჩუქარ ქონებას შორისაა ნომრები სასტუმრო კომპლექსებში, მიწის ნაკვეთები, ბინები და კომერციული ფართები თბილისში.

პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თოთოეული უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გადაფორმებისთვის ოთარ ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.

უფრო კონკრეტულად კი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს შემდეგი უძრავი ქონება გადასცა:

  • სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი;
  • სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1030.00 კვადრატი;
  • სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1001 კვადრატი;
  • ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 25.28 კვადრატი;
  • ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 26.04 კვადრატი;
  • კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა - 143.25 კვადრატი;
  • კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა - 336.24 კვადრატი;
  • კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა - 101.31 კვადრატი;
  • კომერციული ფართი ვაკეში ყიფიშიძის ქუჩაზე - 204.16 კვადრატი;
  • ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) - 77.51 კვადრატი;
  • ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 38 კვადრატი.