ავტორი:

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, აფეთქებების ხმები ისმის

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, აფეთქებების ხმები ისმის

უკრიანის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევში, ჩერკასში, ხმელნიცკის ოლქებსა და ხარკოვში საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა ქვეყნის ტერიტორიას ფრთოსანი რაკეტებით შეუტია და რომ რაკეტების ერთი ჯგუფი კიევის ოლქის მიმართულებით, მეორე კი - დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდა.

ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, ლვოვის, რივნესა და ხმელნიცკის ოლქების მოსახლეობას სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. რივნეს მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. საჰაერო განგაში გრძელდება უკრაინის საჰაერო დასავლეთ ოლქებსა და ზაპოროჟიეს ოლქშიც.