ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიკ სალივანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიკ სალივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა.

შეხვედრას პრემიერი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა.

“სასიამოვნო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა.

განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა”,- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.