ავტორი:

ბიზნესმენი, პროფესიით ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგი - ვინ არის ნანა ყეინიშვილი, რომელიც პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრად აირჩია?

ბიზნესმენი, პროფესიით ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგი - ვინ არის ნანა ყეინიშვილი, რომელიც პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრად აირჩია?

ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.

ნანა ყეინიშვილმა 1986 წელს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2004-2005 წლებში ამავე ინსტიტუტში ასპირანტურაზე სწავლობდა. 2005 წელს მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 2022 წელს კი გახდა ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.

ნანა ყეინიშვილის პოლიტიკური კარიერა 2012 წელს იწყება, როდესაც ის „ქართული ოცნების“ რიგებს უერთდება. შესაბამისად, 2012 წელს ყეინიშვილი ხდება მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. ამავე წლებში ის იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2016 წელს კი ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა, მიზეზად პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მომრავლება დაასახელა. „ოცნების“ რიგებიდან გასვლის შემდეგ ყოფილმა დეპუტატმა პარტია „ჩვენები“ დააფუძნა...წაიკითხეთ სრულად